პროექტზე დაფუძნებული სწავლება
Monday, June 29, 2015
ტრენინგის მე-9 დღე
მე-9 ტრენინგზე დავასრულე ჩემი პროექტი და გავაკეთე პრეზენტაცია. მოვისმინე და ვნახე სხვა პედადოგების პროექტების პრეზენტაციები. ყველა პედაგოგის ნამუშევარი მომეწონა, კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით და იმედი მაქვს მომავალშიც იქნება ასეთი საინტერესო ტრენინგები. სიახლეებს მივესალმები. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ხელმძღვანელს რუსუდან მარკოზაშვილს, მისი დამსახურებაა რომ მე და ჩემმა კოლეგებმა ამდენი შევძელით. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის და საინტერესო 9 დღიანი ტრენინგისთვის.
Friday, June 26, 2015
Monday, June 22, 2015
ტრენინგის მე-8 დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს, სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისათვის. დავგეგმე მოსწავლეთა შეფასების თვითრეგულირება. შევქმენი შაბლონები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის და მოვარგე ჩემს პროექტს.
განვიხილე კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენი პრეზენტაცია, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები მოსწავლეთა ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. მოდიფიცირება გაუკეთე სასწავლო გეგმას. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.
განვიხილე კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენი პრეზენტაცია, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები მოსწავლეთა ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. მოდიფიცირება გაუკეთე სასწავლო გეგმას. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.
Friday, June 19, 2015
ტრენინგის მე-6 დღე
გავეცანი კედლის გაზეთის შექმნას და დავიწყე მუშაობა საკუთარი გაზეთის შექმნაზე, პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე. ვნახე სახემძღვანელოდან მოსწავლის ნიმუშები და გაზეთის შაბლონები.
Wednesday, June 17, 2015
ტრენინგის მე-5 დღე
დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი საავტორო უფლებების კანონმდებლობას და სამართლიანად გამოყენების წესს. გავაუმჯობესე და დავხვეწე ჩემი სასწავლო პროექტის გეგმა. ვისწავლე დრაივზე ინფორმაციის ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება.
Subscribe to:
Posts (Atom)