Monday, June 29, 2015

ტრენინგის მე-9 დღე

მე-9 ტრენინგზე დავასრულე ჩემი პროექტი და გავაკეთე პრეზენტაცია. მოვისმინე და ვნახე სხვა პედადოგების პროექტების პრეზენტაციები. ყველა პედაგოგის ნამუშევარი მომეწონა, კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით და იმედი მაქვს მომავალშიც იქნება ასეთი საინტერესო ტრენინგები. სიახლეებს მივესალმები. მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ხელმძღვანელს რუსუდან მარკოზაშვილს, მისი დამსახურებაა  რომ მე და ჩემმა კოლეგებმა ამდენი შევძელით. მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს კოლეგებს თანამშრომლობისთვის და საინტერესო  9 დღიანი ტრენინგისთვის.

Monday, June 22, 2015

ტრენინგის მე-8 დღე

   დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი დიფერენცირებული სწავლების მეთოდებს, სწავლების გზებს ყველა ტიპის მოსწავლისათვის. დავგეგმე მოსწავლეთა შეფასების თვითრეგულირება. შევქმენი შაბლონები სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის და მოვარგე ჩემს პროექტს.
    განვიხილე კითხვების დასმის სხვადასხვა ტექნიკა, შევქმენი პრეზენტაცია, დოკუმენტები, ცხრილები და ვებრესურსები მოსწავლეთა ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად. მოდიფიცირება გაუკეთე სასწავლო გეგმას. მადლობა ჩვენს ტრენერს საინტერესო ტრენინგისთვის.

Friday, June 19, 2015

ტრენინგის მე-6 დღე

გავეცანი კედლის გაზეთის შექმნას და დავიწყე მუშაობა საკუთარი გაზეთის შექმნაზე, პროექტის სახელწოდებიდან გამომდინარე. ვნახე სახემძღვანელოდან მოსწავლის ნიმუშები  და გაზეთის შაბლონები.

Wednesday, June 17, 2015

ტრენინგის მე-5 დღე

დღევანდელ ტრენინგზე გავეცანი საავტორო უფლებების კანონმდებლობას და სამართლიანად გამოყენების წესს. გავაუმჯობესე და დავხვეწე ჩემი სასწავლო პროექტის გეგმა.  ვისწავლე დრაივზე ინფორმაციის ატვირთვა და ბლოგზე გამოქვეყნება.

პროექტის პრეზენტაცია

მოგზაური

პროექტის ბუკლეტი

მოგზაური

Sunday, June 7, 2015

ტრენინგის მე-4 დღე

დღევანდელ ტრენინგზე განვსაზღვრე სტანდარტები სასწავლო პროექტებისთვის.შევიმუშავე მიზნები, გავეცანი მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს, ჩემს პროექტს მოვარგე შესაბამისი სტანდარტები,განვსაზღვრე შეფასება,შევქმენი  სასწავლო პროექტის პრეზენტაციის გეგმა, რეფლექსია სწავლაზე და სტანდარტების, მიზნებისა და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დახვეწა, სასწავლო პროექტების შესაქმნელად.

Saturday, June 6, 2015

ტრენინგის მე-3 დღე

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავე პროექტზე, შევიმუშავე მიზნები სასწავლო პროექტისთვის, განვსაზღვრე სტანდარტები,განვიხილე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, შეფასების მეთოდების სტრატეგიები. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის მუშაობის პროცესი.